გომისმთას განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ექნება

დღეს, სოფელ შემოქმედის პარკში, გაეროს განვითარების პროგრამასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გომის მთის განაშენიანების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ჩატარდა.
შეთანხმების მემორანდუმს ხელი ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა მოაწერეს.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
გაიმართა ტურისტული პროექტის „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ პრეზენტაცია.
ოზურგეთის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა სტუმრებს პროექტების „ჩაის გზისა“ და „აღმოაჩინე გურიას“ ბენეფიციარები გააცნო.
ღონისძიება სოფელ წითელმთაში ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლში“ ჩაის კრეფის პროცესითა და დეგუსტაციით დასრულდა.
 

მსგავსი სტატიები