ოზურგეთში უმაღლესი ხარისხის ჩაის სანერგე მეურნეობა მოეწყო

 

ოზურგეთში უმაღლესი ხარისხის ჩაის სანერგე მეურნეობა მოეწყო.

პროექტი ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეულის“ თანამშრომლობით.

“მეჩაიეობა გურიის რეგიონისათვის პრიორიტეტული მიმართულებაა მოსახლეობის დასაქმების და შემოსავლების ზრდის მიზნით. მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება დარგის მხარდამჭერი საქმიანობები: ქართული ჩაის ფესტივალი, ტექნოლოგების გადამზადების პროგრამა, ჩაის სანერგე მეურნეობა და ქართული ჩაის პოპულარიზაციის მხარდამჭერი ღონისძიებები. ეს მხარდაჭერა მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება,“ – აღნიშნა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსმა ამირან გირკელიძემ განმარტა სანერგე მეურნობაში მოხდება “კიმინის“ და “კლონი კოლხიდას“ ჯიშის 50 000 ჩაის ნერგის გამოყვანა. მოეწყობა სადედე პლანტაცია. მიღებულ ნერგებს მოიხმარენ ფერმერები საკუთარ ნაკვეთებში გასაშენებლად. თანამშრომლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მოახდინა სათბურის, სარწყავი სისტემის, კვალსათბურების მოწყობა. ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით მიმდინარეობს ნერგების გამოყვანის სამუშაოები.

 

 

 

მსგავსი სტატიები