ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიზნეს ანალიტიკოსმა თამთა ორჯონიკიძემ  ახალი ელექტრონული მმართველობის სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის  პრეზენტაცია გამართა.

ახალი ელექტრონული სისტემა  მოიცავს:

ელექტრონული განცხადებების ერთიანი სისტემას-ms.gov.ge;

შენი იდეა ქალაქის მერს-idea.municipal.gov.ge;

მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი-build.municipal.gov.ge;

მოქალაქეთა დახმარება.

ახალი ელექტრონული სისტემა არის მოქალაქეზე ორიენტირებული მუნიციპალური მმართველობის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომლის მეშვეობითაც ის უკეთ ემსახურება საკუთარ მოქალაქეს.

ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდება განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდება კონსულტაციის მიღება, დაიზოგება მოქალაქის ფინანსური და დროითი რესურსები, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იდეებით ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ექნებათ მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად გზას გაუხსნიან კიდევ მეტ შესაძლებლობას.

პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ხორციელდება ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

შეხვედრის ბოლოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ დამსწრეებს მუნიციპალიტეტის ახალი ვებ-გვერდის ozurgeti.mun. gov.ge -ს პრეზენტაცია წარმოუდგინა, რომელიც არის ბევრად უფრო მობილური, ინტერაქციული და ადაპტირებული შშმ პირებზე, სადაც მოქალაქეებს საჯარო სერვისების მიღების შესაძლებლობა გაუმარტივდებათ.

მსგავსი სტატიები