ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, 15 საკითხი განიხილეს

▶️ საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით დამტკიცდა განკარგულებები: საპრივატიზაციო ნუსხისა და გეგმის შესახებ; მერს თანხმობა მიეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე; განკარგულება დამტკიცდა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებაც.

▶️ ცვლილებები შევიდა ნორმატიულ აქტებში: მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, აგრეთვე, ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში.

▶️ ერთხმად დამტკიცდა დადგენილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება“ ;

▶️ საკრებულომ მოიწონა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას უყარა კენჭი: მერის მიერ წარმოდგენილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე; აგრეთვე, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის “სოციალური პროექტების განვითარების ფონდი“-ს მიერ წარმოდგენილი წინადადებების/პროექტების მოწონებისა და შემსრულებელ ორგანიზაციად განსაზღვრის შესახებ“.

▶️ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ახალ საპრივატიზაციო ნუსხასა და გეგმის დამტკიცების შესახებ.

▶️ კიდევ ერთი სამართლებრივი აქტი, რომლის მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება გადაწყდა ეხება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებას”.

▶️ საკრებულოს გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ქუჩის სახელდების შესახებ განკარგულებები იქნა მიღებული. ესენია: ქ. ოზურგეთში, იმედაშვილის ქუჩას გადაერქვა სახელი და ეწოდა გენო ჩხაიძის, ხოლო დაბა ურეკში უსახელო ქუჩას ეწოდა “ზემოურეკის ქუჩა”.

▶️ საკრებულოს სხდომა, დისტანციისა და სხვა რეგულაციების გათვალისწინებით ფოლკლორის ცენტრში გაიმართა.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი