ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
ბიუროს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულო იმსჯელებს, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების
მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის,
მათ მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარო დმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. წარმოების დაწყება, აგრეთვე, იგეგმება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის ფორმებისა და მათი წარდგენის ვადის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მისაღებად.
აღნიშნული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით საკრებულოს სარეკომენდაციო წერილით ორგანაზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა მიმართა.
საკრებულოს დღის წესრიგში აისახა მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების
შესახებ“ და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა. ამ საკითხებზეც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეყრება კენჭი.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის მისაღებად საკრებულო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენას ეხება. წარმოების დაწყება იგეგმება საპრივატიზაციო გეგმის დასამტკიცებლადაც.
საკრებულოს სხდომა, 16 თებერვალს, 11 საათზე, ფოლკლორის ცენტრში გაიმართება.
მსგავსი სტატიები