საკრებულოს წევრებმა ანგარიშები წარადგინეს

ოზურგეთის საკრებულოში ანგარიშების წარდგენა დასკვნით ეტაპზეა.

საკრებულოს წევრებმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ და მოადგილემ მარიკა ჩხიკვიშვილმა შეაჯამეს, დღეს, 2020 წელს გაწული საქმიანობა.

ანგარიშების წარდგენა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში გადაიცემოდა.

ანგარიშში აისახა, როგორც საკრებულოს რიგითი წევრების საქმიანობა უფლებამოსილების ფარგლებში, აგრეთვე, მოკლედ მიმოიხილეს ფრაქციის ფორმატში განხორციელებული ღონისძიებები.

ინიცირებული პროექტები, უშალოდ მათი ჩართულობით შემუშავებული სამართლებრივი აქტები, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი საკითხები, შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალგაზრდული პოლიტიკა, გენდერული მიმართულება , სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები და სხვა, ის საკითხებია, რომლებზედაც ანგარიშის წარდგენისას მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს.

საკრებულოს წევრების საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

მსგავსი სტატიები