გერმანიაში დასაქმების მსურველთა შერჩევა დაიწყო

გერმანიასა და საქართველოს შორის სეზონური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაცია ახალ ეტაპზე გადავიდა: გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო.
• აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა აპილიკანტებთან შეხვედრა გამართა.
• შეხვედრაზე დასაქმების მსურველებს რეგისტრაციის, შერჩევის პროცესის, გამგზავრების ეტაპებისა და სამუშაო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
• როგორც ნინო ველთაურმა აღნიშნა, თითოეული ვაკანსია 3 თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. ვაკანსიები შეეხება მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას. სპეციალურ პორტალზე – workabroad.moh.gov.ge-ზე გურიიდან 4000 აპლიკანტი დარეგისტრირდა, აქედან 450 აპლიკანდი გადავიდა მე-2 ეტაპზე.
„კანდიდატების შერჩევის სქემა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა, გერმანულ მხარესთანაა შეთანხმებული, ამიტომ ნეპოტიზმის შესაძლებლობას სრულებით გამოვრიცხავ. თითოეულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები დავყავით ასაკობრივ ჯგუფებად, ჯგუფები დავაბალანსეთ სქესის მიხედვით, რათა თანაბარი რაოდენობა ყოფილიყო წარმოდგენილი. ასევე გავითვალისწინეთ გამოცდილება, გერმანული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და შემდეგ უკვე შემთხვევითობის პრინციპით მოხდება შერჩევა და ინდივიდუალური გასაუბრებები.”
• დაინტერესებულ პირებს გააცნობენ კონკრეტული ვაკანსიებს, მის პირობებს, ანაზღაურებას, ხარჯებს და თანხმობის შემდეგ შეივსება აპლიკაციები. ივსება ორი დოკუმენტი – განაცხადის ფორმა კონკრეტულ ვაკანსიაზე და სოციალური დაზღვევის ფორმა.
• საქართველოდან გერმანიაში პირველი ჯგუფი დაახლოებით, 1,2,3 აპრილის პერიოდში უნდა გაემგზავროს.
• დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ფეისბუქ გვერდს:

https://www.facebook.com/worknet.gov.ge

მსგავსი სტატიები