საკრებულო მერიის სამსახურების ანგარიშებს ისმენს

ოზურგეთის საკრებულომ მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა დაიწყო.

დღეს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა, მერიის ადმინისტრაციული, ეკონომიკის, იურიდიული და სამხედრო გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელებს მოუსმინეს.

სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებმა საკრებულოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გასულ წელს სამსახურების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, წარმოადგინეს სტატისტიკური მონაცემები, სამომავლო ხედვები და საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
დღესვე, სხდომაზე საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიამ შეაჯამა გასული წლის საქმიანობა.

წარმოდგენილი ანგარიშები საკრებულომ დამაკმაყოფილებლად შეაფასა. ანგარიშების წარდგენას პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში ადევნებდნენ თვალ მოქალაქეები.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 24 მარტს, 11 საათზე განახლდება, საკრებულო ანგარიშების მოსმენას აგრძელებს.

მსგავსი სტატიები