ოზურგეთში უმაღლესი ხარისხის ჩაის სანერგე მეურნეობა მოეწყო

ოზურგეთში უმაღლესი ხარისხის ჩაის სანერგე მეურნეობა მოეწყო.

პროექტი ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეულის“ თანამშრომლობით.

სანერგე მეურნობაში მოხდება “კიმინის“ და “კლონი კოლხიდას“ ჯიშის 50 000 ჩაის ნერგის გამოყვანა. მოეწყობა სადედე პლანტაცია. მიღებულ ნერგებს მოიხმარენ ფერმერები საკუთარ ნაკვეთებში გასაშენებლად. თანამშრომლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მოახდინა სათბურის, სარწყავი სისტემის, კვალსათბურების მოწყობა. ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით მიმდინარეობს ნერგების გამოყვანის სამუშაოები.

#ოზურგეთი
#სოფლისმეურნეობისგანვითარება2020

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი