„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია, გურიის ღირსშესანიშნაობათა კატალოგი, ონლაინ აპლიკაცია, პროექტის ფარგლებში შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალა.
პროექტი სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მოქალაქეების და ტურისტული სფეროთი დაინტერესებული აქტორების ერთობლივი ძალისხმევით, გურიაში ტურიზმის მდგრადი და ყოვლისმომცველი განვითარების ხელშეწყობა. მასში მონაწილეობა მიიღო გურიის სამივე მუნიციპალიტეტმა (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური).
შეიქმნა ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობით კონკრეტული ამოცანების წარმატებულად გადაწყვეტის პრეცედენტი.
ეს იყო უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის, მოქალაქეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების: ინოვაციებისა და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრ “პროგრესის სახლთან” და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან თანამშრომლობით მონაწილეობითი მიდგომით განხორციელდა. „გამოყენებული იყო CHARRETTE-ის ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობდა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შექმნას.
სტრატეგია სრულად ემყარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ პოტენციალს. შემუშავდა კონკრეტული ინიციატივები (პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 35 პროექტი), რომელიც ხელს შეუწყობს გურიის ტურისტული პოტენციალის ზრდას.
პროექტი „რა ყოფილა გურია“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
#გურიისტურიზმისგანვითარებისსტრატეგია
#რაყოფილაგურია
#ევროკავშირისსაგრანტოპროექტი
#CHARRETTE
#პროგრესისსახლი
#სამოქალაქოსაზოგადოებისინსტიტუტი
#გურიისამხარეოადმინისტრაცია
#ოზურგეთისმუნიციპალიტეტისმერია