საკრებულოს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021-2022 წლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“. პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შეკვეთილი-ურეკის განათების მოქმედი ქსელის რეაბილიტაციას ეხება.
საკრებულომ მიიღო განკარგულება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კერძოდ, სოფელ შრომაში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, როგორც სხდომაზე აღინიშნა, შრომის ადმინისტრაციული ერთეულში, სოფელ ეკალდიდში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიიღო გადაწყვეტილება საკრებულომ. სხდომაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა პროექტის მნიშვნელობა, ბავშვები სწავლა-განათლებას სრულიად ახალ გარემოში მიიღებენ.
საკრებულოს გადაწყვეტილებით მერს თანხმობა მიეცა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სერვიტუტით გამოყენებაზე;
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე;
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებები უსახელო ქუჩების სახლედებასთან დაკავშირებით. სოფელ შრომაში უსახელო ქუჩას ნოდარ დუმბაძის, ხოლო სოფელ დვაბზუში ალექსანდრე ღლონტის სახელები მიენიჭა.
საკრებულომ ცნობად მიიღო ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების I კვარტლის ანგარიში.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი