საინფორმაციო-სასწავლო ტური

„სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ პროგრამის მონაწილეობის აკადემიის სასწავლო სესიის ფარგლებში, ოზურგეთში, აკადემიის მონაწილეებისათვის საინფორმაციო ტური მოეწყო.

პროგრამის მონაწილეები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არიან, ოზურგეთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის „იყავი თანამმართველი“-ს ფარგლებში შესრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია ონლაინ პლატფორმა „იყავი თანამმართველი“-ს შესახებ, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები მონაწილეობენ ბიუჯეტის დაგეგმვაში.

აკადემიის მონაწილეებს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად, მონაწილეობითი ბიუჯეტის მნიშვნელობაზე, პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. აღინიშნა, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის ეს ფორმა, 2020 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

აკადემიის მონაწილეებმა ანასეულის დასახლებაში, პროექტ „იყავი თანამმართველის“ ფარგლებში უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი – „მინი სტადიონი ანასეულის დასახლებაში“ დაათვალიერეს.

მიიღეს მონაწილეობა ამავე პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კიდევ ერთი პროექტის „სკვერი თენიეშვილის ქუჩაზე“ პრეზენტაციაში. შეხვედრის საპრეზენტაციო ნაწილი სტრუმრებთან ერთად ადგილობრივებს, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ და ოზურგეთის მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ გააცნეს.

„სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, დეცენტრალიზაციის რეფორმის, თვითმმართველი ერთეულების მოდერნიზაციისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი