ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა დღეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიას დაევალა განკარგულების პროექტების: 2021-2023 წლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ, დეტალური განხილვა და დასკვნების მომზადება.
აგრარულ საკითხთა კომისია კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი-მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელებს და მოსაზრებებს ბიუროს შემდეგ სხდომაზე წარუდგენს.

ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის დაზუსტებისა და ინფორმაციის უფრო სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით, შემდეგ სხდომისთვის გადადოს განხილვა , მერის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, პეტიციის განხილვის შედეგების, რომელიც სოფელ ოზურგეთში სასმელი წყლისა და შიდა გზების მოწყობის მოთხოვნას ეხება.

ბიუროს შემდეგი სხდომა 18 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სტატიები