საკრებულოს სხდომა

ოზურგეთის საკრებულომ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, სამი საკითხზე იმსჯელა.
საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორმაცია ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხის შესახებ, რომელიც სოფელ ოზურგეთში სასმელი წყლისა და შიდა გზების მოწყობას ეხება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა საკრებულოს პეტიციის განხილვის შედგები წარუდგინა. საკითხზე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ განცხადება გააკეთა და მოუწოდა აღმასრულებელ ორგანოს, მოქალაქეთა ინფორმირება მათივე წარმოდგენილ პეტიციის შესახებ მოხდეს უფრო კონკრეტულად, დროში გაწერილი გეგმის შესაბამისად.
საკრებულოს გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების მისაღებად.
ცვლილებები შევიდა საკრებულოს რეგლამენტში, როგორც საკითხის მომხსენებელმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რეგლამენტში მოხდა გარკვეული მუხლების დაზუსტება, კანონთან შესაბამისობაში.

საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხზე მსჯელობა, რომელიც „ღია მმართველობა საქართვეოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშს ეხება, მომდევნო სხდომისთვის გადადაო

მსგავსი სტატიები