ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები

ოზურგეთის საკრებუოს ბიურომ 7 საკითხზე იმსჯელა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დააზუსტა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით რიგგარეშე სხდომაზე საკრებულო განიხილავს: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის ადმინისტრაციული ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის მოწონების თაობაზე“ განკარგულების პროექტს.

საკრებულო იმსჯელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებაც, საკითხზე აგრარულ საკითხთა კომისიის სამუშაო ჯგუფი დასკვნას შეიმუშავებს.

რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში აისახა ქალაქ ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩა N20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე კედელზე, გამოჩენილი ქორეოგრაფის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის ,,ჯუმბერ დუნდუას“ სახელობითი მემორიალური დაფის განსათავსებლად – გარდაცვალების ვადის (15 წლის გასვლამდე) შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ და ამავე საცხოვრებელ სახლზე ჯუმბერ დუნდუას მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე განკარგულების პროექტები.

ბიურომ, აგრეთვე, გადაწყვეტილება მიიღო საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, საკრებულო მორიგ სხდომაზე 2021-2023 წლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის გეგმისა და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელებს. როგორც ბიუროს სხდომაზე საკითხის ინიციატორმა მერიის მხრიდან განაცხადა, დასამტკიცებლად წარმოდგენილია, გაუქმებული თემთა მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული, უკვე არსებული გერბი და დროშა.

საკრებულოს მორიგ სხდომადე, რომელიც 7 ივლისაა ჩანიშნული, რიგგარეშე სხდომა 1 ივლისს 11 საათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები