ოზურგეთის საკრებულომ მორიგ სხდომაზე, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა 6 საკითხი განიხილა.
საკრებულომ მიიღო დადენილება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ. საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტში უკვე არსებული გერბი და დროშა დამტკიცდა, რომელიც თემთა მუნიციპალიტეტში მოქმედებდა.

საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა განკარგულება 2021-2023 წლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა აღნიშნული პროექტი საჭიროებების კველვისა და ანალიზის შედეგად შემუშავდა.
დამტკიცდა განკარგულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის გეგმის დამტკიცების შესახებაც. კომისიამ საკითხებზე დადებითი დასკვნები წარმოადგინა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო სკვერს არსენ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.

მერს მიეცა თანხმობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა კომუნიციკაციის ხაზობრივი ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.

მსგავსი სტატიები