ოზურგეთში, სამკუთხა პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

default
ოზურგეთში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სამკუთხა პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე ერთი სავარჯიშო და ორი საბავშვო გასართობი მოედანი, მინი ფეხბურთის, კალათბურთის და ტენისის სტადიონები, გასახდელი მოსასვენებელი ოთახით, ბილიკები და ნახევრად დახურული ფანჩატური მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ გამოიცვალა პარკის და მოედნების განათებები. პერიმეტრის ტერიტორია მთლიანად შეიღობა და გარშემო ტროტუარები დაიგო.
შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მოადგილესთან ირაკლი სირაძესთან, მერიის ინფრასტრუქტურის და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოებს შ.პ.ს. „ქართლი“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 873 753 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი