ბახვი

თემში შემავალი სოფლებია: ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი.

ბახვის სახელწოდების წარმოშობა უკავშირდება ბერძნულ ღვთაება ბახუსს. ბახვი მეღვინეობით იყო განთქმული, აქ მოდიოდა ვაზის ადგილობრივი ენდემური ჯიშები, ჩხავერი, მტევანდიდი და ჯანი.

ბახვში დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. 1900-იან წლებში ბახვი გურიაში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. აქ დაიწერა ბახვის მანიფესტი – გურიის გლეხთა მოთხოვნები – 1905 წელს.
ბახვში არის საჯარო სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, ბავშვთა ბაღი, ამბულატორია, სოფლის კლუბი. სოფელში ფუნქციონირებს საფეხბურთო კლუბი.

 

#ბახვი

მსგავსი სტატიები