ბაილეთი

თემში შემავალი სოფლებია: ახალსოფელი, ჭანიეთური. მდებარეობს ოზურგეთიდან 9 კმ. მოშორებით. ზღვის დონიდან 60 მ. სოფელში არის საჯარო სკოლა.

სოფლის ტერიტორიაზე დგას შუა საუკუნეების ციხის გალავანი და 1609 წლის ეკლესია. ბაილეთის ეკლესია მამათისა და ჩეხედანას ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის უფლის საფლავისთვის იყო შეწირული. ეკლესია ნაგებია აგურითა და ნახეთქი ქვით. 1827 წ. ეკლესიას დაადგეს თლილი ქვის გუმბათი და მოხატეს. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი სამწახნაგოვანი ნახევარწრის ფორმისაა. მხატვრობა შეიცავს გურიელების გვარის წარმომადგენელთა პორტრეტებს.

მსგავსი სტატიები