ავთანდილ თალაკვაძემ სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლებია:

ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი ქათამიძე,

ნაგომრის ადმინისტრაციული ერთეული – მიხეილ ცქვიტიშვილი,

სილაურის ადმინისტრაციული ერთეული – გიზო გოგუაძე,

ბოხვაურის ადმინისტრაციული ერთეული – ირაკლი ჩავლეშვილი.

„თითოეულ კანდიდატთან განვიხილე რა იქნება მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები: ყოველდღიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, პრობლემების დროული მოგვარება და სოფლებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე აქტიური მუშაობა.“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები და განხილვები სრულდება. მერის წარმომადგენლების და მათი თანაშემწეების პოზიციებზე მიმდინარეობს დანიშვნების პროცესი და ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები