მიმდინარეობის მონაცემების დაზუსტება, ბაზაში განთავსებულია საცდელი მონაცემები. განთავსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016-2020 წლების მონაცემები.
დარგი | გეგმა | ხარჯი | გეგმის და ხარჯის შედარება |
---|
ყოველწლიურად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 10 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. ბიუჯეტი გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურობაზე. ბიუჯეტის მთელი დაფინანსება მოქალაქეებისგან ხდება - გადახდილი გადასახადებით, კომერციული საქმიანობით, კომუნალური ხარჯებით, ჯარიმებითა და საურავებით. მუნიციპალიტეტი აფინანსებს სხვადასხვა პროგრამებს, სამსახურებს, რომლებიც შექმნილია მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, კეთილდღეობის, ეფექტურობის და სამართლიანობის მისაღებად. ბიუჯეტები ტექსტური ვერსიები განთავსებულია მუნიციპალიტეტის ვებ.გვერდზე, თუმცა ბევრ მოქალაქეს უძნელდება ბიუჯეტის ტექსტურად წაკითხვა და მათთვის საინტერესოა პასუხი კითხვაზე: "სად მიდის ჩვენი ფული?"
სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიქმნა ბიუჯეტის გამჭვირვალეობის ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. რა კითხვები გაქვთ მუნიციპალურის ხარჯების შესახებ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უკეთესი იყოს? იხილეთ ხშირად დასმული კითხვები. დააჭირეთ ე.წ. ხშირად დასმული შეკითხვები სანახავად.