საკრებულოს სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს მორიგი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
საკრებულოს წევრებმა უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული სამი ქართველი მეომარის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე იმსჯელეს.
დამტკიცდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ხოლო ცნობად მიიღეს გასული წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია.
ცვლილებები შევიდა “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიულ აქტში. დამტკიცდა განკარგულება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. განკარგულება ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო
საშუალებების: ნაგავმზიდების, თვითმცლელებისა და კონტეინერების “მომსახურების ცენტრისთვის” გადაცემას ეხება.
საკრებულოს გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ. წარმოების ვადათ 5 დღე განისაზღვრა.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მერიისა და მისი სამსახურების დებულებების დამტკიცების, აგრეთვე, მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, ნორმატიული აქტების მისაღებად.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის“ დაფუძნების შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემისა და ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის“ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოდ განსაზღვრის თაობაზე, განკარგულების მიღებას.

მსგავსი სტატიები