ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტის გერბი:
გერბის ფარი გაკვეთილია და ზემოთ გადაკვეთილი. იყოფა 3 (სამ) ნაწილად. I ნაწილი: მეწამულ ველზე ვერცხლის ჯვარი; II ნაწილი – ზურმუხტის ველზე ვერხცლის ხე გარსშემოხვეული ოქროს ვაზით, რომელსაც აქვს ოქროს მტევნები და ფოთლები. III ნაწილი – შავი ველი (სიმაღლით ფარის 1:3) რომელსაც ზემოდან გასდევს ტალღოვანი სარტყელი; გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი. სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ოზურგეთი”.
ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტის დროშა: დროშა გაყოფილია ვერტიკალურად ორ მეწამულ და მწვანე ველებად. მეწამულ ველზე დატანილია თეთრი ჯვარი. სიმაღლით დროშის 1/2; დროშის პროპორციებია 2:3
დამტკიცებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №28 დადგენილებით, 05.08.2015წ.