როკიშკისი (ლიტვ. Rokiškis, პოლ. Rokiszki, რუს. Ракишки) – ქალაქი ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ ლიტვაში, პანევეჟისის მაზრის როკიშკისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს ლატვიის საზღვართან ვილნიუსიდან 158 კილომეტრზე, კაუნასიდან 165 კმ და უტენიდან 63 კმ.
1916–1950 წწ. მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი იყო, 1950 წლიდან რაიონული ცენტრია.
ქ. ოზურგეთსა და ქ. როკიშკის შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2009 წ 24 ნოემბერს.