ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 1 საკითხზე იმსჯელა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით აისახა შემდეგი საკითხი: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ.“