ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 9 საკითხზე იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, კომისიებსა და ფრაქციებს დაევალა, მერიის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცანით – http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=15435
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა 2022 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიში, ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელდების მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტები.
მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა, კომისიებსა და ფრაქციებში, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად გაიმართება.