ოზურგეთის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელა. კომისიის წევრებმა მოისმინეს და იმსჯელეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტებზე: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მათი საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარდგენა, განხილვა-დამტიკიცების მიზნით. ხოლო მერიის მიერ წარმოდგენილ განკარგულების პროექტის , „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში გურიის ქუჩაზე(აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში შემოვიდა იმ მოქალაქეთა განცხადება, რომლებიც ფართით მოსარგებლეები არიან. განცხადებაში დაინტერესებული პირები ქონების არა პირდაპირი, არამედ საჯარო აუქციონის წესით განკარგვის თაობაზე საუბრობენ. მათვე მოუსმინეს დღეს კომისიის სხდომაზე, რომელსაც მერიის ქონების განყოფილების წარმომადგენელიც ესწრებოდა. კომისიამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია მუნიციპალიტეტის მერიისაგან მოთხოვნილ იქნას დამატებითი დასაბუთება ფართის იჯარით პირდაპირი განკარგვის წესით ან საჯარო აუქციონის წესით გაცემის უპირატესი სარგებლიანობის თაობაზე. სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა, 2020 წლის სამუშაო გგემაზე იმსჯელეს, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს ბიუროს წარდეგინება.