გაცნობებთ, რომ 2020 წლის 30 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება:
12:00 საათი- საკრებულოს ბიუროს სხდომა;
13:00 საათი- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიათა ერთობლივი სხდომა;
14:30 საათი – საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა;
15:30 საათი – სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ადმინისტრაციულ შენობაში მოქმედებს მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა, შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა, მათ შორის მედია საშუალებების წარმომადგენლბემა, საკრებულოში დაგეგმილი სხდომების მიმდინარეობას ადევნეთ თვალი პირდაპირ ტრანსლაციით ოზურგეთის საკრებულოს ფეისბუქ და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდებზე. შეგიძლიათ სხდომების მიმდინარეობისას მოგვწეროთ შეკითხვები, პასუხებს ონლაინ რეჟიმში მიიღებთ.