ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმში დაცულია ექვსი ათასზე მეტი ექსპონატი, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის IX ათასწლეულიდან დღემდე, მათ შორისაა ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ურეკის განძის ნაწილი. აქვე ინახება ვაშნარის ნაქალაქრში აღმოჩენილი წყალგაყვანილობის მილები, სვეტის თავები, სასაკმევლე, სარკმლის მინა, საამშენებლო აგური, კრამიტი.

მუზეუმში დაცულია ექადიის ტაძრის ასომთავრული წარწერა, რომელშიც გურიელთა მამამთავარი კახაბერ I გურიელი მოიხსენიება.

მუზეუმში დაცულია ნუმიზმატიკური კოლექციიდან აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეების კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, გიორგი III ის, თამარ მეფის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის, სიმონ I-ის, ერეკლე II-ის მონეტები, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა, 144 მონეტა ოზურგეთის განძიდან, ცხემლისხიდში აღმოჩენილი 10 პოლონური ვერცხლის მონეტა.

გარდა ამისა, მუზეუმში წარმოდგენილია ეთნოგრაფიული (XIX საუკუნის სამუშაო და საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 6 ათასზე მეტი ექსპონატია, მათ შორისაა ფრანგული დაშნა მიურატებისა[2]1841 წლის აჯანყების მეთაურის, ამბაკო შალიკაშვილის ხმალი. „ყამა“ ხმალი სიგრძით 60 სმ-ია, პირის სიგანე — 5 სმ. ვადა 10 სმ-ისა, შავი ფერის, ძვლით შემკული. ხმალი მუზეუმმა 1925 წელს შეიძინა. მუზეუმში ასევე დაცულია ამავე აჯანყების დროინდელი საბრძოლო ბუკი.