ექადიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი – IX-X საუკუნეების ტაძარი ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის მარცხნივ, ექადიის გორაკზე, რომელიც ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილს გადაჰყურებს.
ექადიის წმინდა გიორგის ტაძარი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი მდებარეობდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესია დარბაზული ტიპის იყოდა თავისუფალ ჯვარს წარმოადგენდა. მისთვის მოგვიანებით მიუშენებიათ მკლავები. გვიანდელი გადაკეთებული იყო ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილიც. ტაძარზე აღმოჩენილია ასომთავრული წარწერა, რომელიც ცხადყოფს, რომ კახაბერ ვარდანისძე, გურიელად წოდებული, იყო ამ ტაძრის ამშენებელი. წარწერა ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.
XVIII-XIX საუკუნეებისთვის ექადიის ეკლესიის სამრევლოში 70 კომლი შედიოდა. ძველი ეკლესიიდან დარჩენილი იყო მხოლოდ დასავლეთის კედელი, ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლის ნაწილები სარკმელებითურთ. ექადიაზე 1890-იან წლებში აიგო წმინდა გიორგის სახელობის თლილი ქვით ნაგები ახალი ტაძარი. რომელიც შემორჩენილი არ არის. ტაძარი იდგა გორაკზე, რომელსაც სამხრეთიდან მიშენებული ჰქონდა ქვის კიბე. კიბე ადიოდა ეკლესიის ქვითკირის გალავანში. ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმა ს. დუმბაძემ ააგებინა.
1997 წელს ძველი ტაძრების ადგილას აშენდა ჯვართამაღლების სახელობის ხის ეკლესია. 2014 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძარი.
#ექადიისეკლესია