ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. 2020 წლის ბიუჯეტი, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 26 211,6 ათასი ლარით განისაზღვრა. დღეს, ბიურო 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის გრაფიკზე შეთანხმდა. 19 ნოემბრიდან საკრებულოს კომისიები და ფრაქციები ოზურგეთის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას დაიწყებს. საკრებულო ბიუჯეტს განიხილავს მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებისა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთადაც. კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებით, წინადადებებითა და შენიშვნებით არაუგვიანეს 25 ნოემბერს დაუბრუნებს.