ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ 2019 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინა.
2019 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში დამტკიცებულ ბიუჯეტში განხორციელდა 2 ცვლილება. ცვლილება შეეხო სოციალური პროგრამებიდან დახმარებების გაცემის წესს, აგრეთვე მეორე ცვლილებით ბიუჯეტი, სულ შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში, გაიზარდა 16 154 702,43 ლარით.
“2019 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შემოსულობებმა , 2018 წლის გარდამავალი ნაშთების გარეშე შეადგინა, წლიური გეგმის 86,12 %. შემოსავლების წლიური გეგმა ტრანსფერის გარეშე შესრულებულია 87,58 %-ით. ხოლო ფაქტიურმა საკასო ხარჯებმა 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით შეადგინა წლიური გეგმის 70.21 %-ი.”
აღნიშნული პარამეტრები ბიუროს მერიის საფინანსო სამასახურმა წარუდგინა. მესამე კვარტლის შესრულების ანგარიშს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე მოისმენს და განიხილავს.