შემოქმედი

თემში შემავალი სოფლებია: წითელმთა, კვირიკეთი, გონებისკარი, გომი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 190 მეტრ სიმაღლეზე. სოფელი ოზურგეთის ცენტრიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. შემოქმედში გადის ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი- შემოქმედი-გომისმთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული შენობა და ამბულატორია.

ჩამოედინება მცირე მდინარეები, აკიშა და ნაბჟუარა.

შემოქმედი გურიის ისტორიული სოფელია. აქ იყო საეპისკოპოსო ცენტრი. მაღლობზე დგას შუა საუკუნეები სამონასტრო კომპლექსი, მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი და ფერიცვალების ეკლესია. აქვეა გურიელების საგვარეულო საძვალე.

შემოქმედს ეკუთვნის სამთო კურორტი გომისმთა, რომელიც ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დაფარულია წიწვოვანი ტყით და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

მსგავსი სტატიები