მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 2 კმ.-ს მოშორებით. სოფელში არის საჯარო სკოლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, გადის ოზურგეთი-ნატანები – ურეკის საავტომობილო გზა. სოფლის ტერიტორიაზე არის 1918 წელს გურიაში შეჭრილი თურქების წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა საძმო სასაფლაო.
სოფლის ადრეული სახელწოდება არის ეწერი. 1930-იანი წლებიდან მას ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა.1951 წელს სოფელში აშენდა 200 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლის შენობა, ცენტრში დაიდგა იოსებ სტალინისმონუმენტი. 1989 წელს სოფელს ოზურგეთი უწოდეს.