მთისპირი

მთისპირის თემის ცენტრი (მთისპირი, ვანისქედი, ოქროსქედი,უკანავა)

მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 300 მ. ოზურგეთიდან 16 კმ-ზე. სოფელში არის საჯარო სკოლა, აფთიაქი, საექიმო ამბულატორია, ბიბლიოთეკა.

მთისპირი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. დადასტურებულია ჯერ კიდევ 2000-3000 წლის წინათ აქ დასახლების არსებობა.

სოფელ მთისპირის ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია. ის მოიცავს სხვადასხვა დახრილობის მქონე ფერდობებს, შლეიფებს, წყალგამყოფებს, გორაკბორცვებსა და ძლიერ დახრილ გორებს. ტერიტორია აგებულია თიხა-ფილაქნებისაგან, მეგელებისა და ქვა-ქვიშების ნაფენებისაგან.

ნიადაგებიდან აქ ვხვდებით წითელმიწების, ყვითელმიწების, ნეშომპალა-კარბონატული და ალვანური ტიპის ნიადაგებს თავისი სახესხვაობით.

მსგავსი სტატიები