გურიანთა

თემის ცენტრია გურიანთა. თემში შემავალი სოფელია ციხისფერდი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟისა და ნატანების შესართვთან ახლოს, მდინარე სავაციას სანაპიროზე. ზღვის დონიდან 70 მ. ოზურგეთიდან 5 კმ. მოშორებით. სოფელში არის 2 საჯარო სკოლა, რკინიგზის სადგური, ადმინისტრაციული შენობა, სოფლის კლუბი, ამბულატორია და საბავშვო ბაღი.
ისტორიულად გურიანთა წარმოადგენდა გურიის თავდაპირველ ცენტრს. ისტორიკოსების მოსაზრებით, სწორედ გურიანთის სახელწოდებიდან წარმოიშვა ტოპონიმი გურია. სოფლის ტერიტორიაზე მდინარეების: სკურდუბისა და ნატანების შესართავთან მდებარეობს ვაშნარის ნაქალაქარი. გურიანთაში აღმოჩენილია ნეოლითური ნამოსახლარი.

მსგავსი სტატიები