ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, 6 საკითხზე იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით ინფარსტრუქტურის კომისიას განხილვა და დასკვნის მომზადება დაევალა, „ქ.ოზურგეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის (დოლიძისა
და ბოლქვაძის ქუჩები) და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტების მოწონების
თაობაზე.
ბიურომ განიხილა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი
ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ –
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. მერიის მიერ , გრეიდერის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ბიუროს წევრებმა მოითხოვეს სადეფექტო აქტებისა და
სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
მსჯელობა გაიართა ბიუჯეტში დასაგეგმ ცვლილებებზე, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა წარმოადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შემდგომი რეაგირების მიზნით მერიას გადაეგზავნა ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი, რომელიც სოფელ ნაღობილევში სასმელი წყლის სისტემის
მოწყობას ეხება.
ბიურომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.