ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, ბიუროს წევრების მიერ დამტკიცებული დღის წესრიგით წარიმართა. სხდომას დავით დარჩია თავმჯდომარეობდა.
საკრებულოს წევრებმა კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხებზე: .„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის, .„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს განკარგულების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.
სხდომაზე, ასევე, .”ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის გეგმის შესრულების შესახებაც იმსჯელეს.
რაც შეეხება, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის -„სოფელ ნაღობილევში წყლის სათავე ნაგებობის და წყლის სისტემის შიდა დაქსელვის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით „პეტიციის განხილვის შედეგებს, სახარჯთარიცხვო დოკუმენტაციის მომზადება 2021 წლის მეორე კვარტალში, ხოლო განხორციელება 2022 წლიდან იგეგმება -ნათქვამია აღმასრულებელი ორგანოდან მიღებულ წერილში, რომლის თაობაზეც ეცნობა საკრებულოს სხდომის მონაწილეებს.