ანგარიშების წარდგენა

ოზურგეთის საკრებულომ, სხდომაზე ცნობად მიიღო ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ“ ინფორმაცია. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ აღნიშნა საკრებულოს 31 -მა წევრმა წარადგინა მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. მიმდინარეობდა ანგარიშის წარდგენის პირდაპირი ტრანსლირება, ხოლოს სრული ინფორმირების მიზნით ანგარიშების ტექსტური მასალა ( იხილეთ ) და სრული ვიდეო ჩანაწერები ( იხილეთ ) გამოქვეყნებულია მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე. სხდომაზევე აღინიშნა საკრებულოს აპრატის მიერ ორგანიზაციულ-ტექნიკური მოსახურების კუთხით კარგი მუშაობის შესახებ. საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს წევრები გაწეულ საქმიანობის შესახებ ანგარიშებს ამომრჩევლებს, ყოველ წლიურად 1 ნოემბრამდე წარუდგენენ.