ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარემ საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში, რამდენიმე პრიორიტეტი გამოყო.
მან ისაუბრა საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხებზე: რეგლამენტში განხორცილებულ ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და პრიორიტეტების დოკუმენტზე. მათ შორის ვრცლად წარმოადგინა ინფრასტრუქტურის, განათლების, სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროექტები; გამოყო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმების, წესების განსაზღვრის აუცილებლობა, ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში მიღებულ სამართლებრივ აქტები.შეეხო ღია მმართველობის საკითხებს და სამომავლო გეგმების შესახებ ამომრჩევლებს ინფორმაცია მიაწოდა.
“თვითმმართველი ერთეულის ძირითად პოლიტიკური ორგანოს ხელმძღვანელობა, განაპირობებს ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პოლტიკური თანამდებობის პირის სტატუსს. ხოლო ნდობის მაღალი მანდატი განპირობებულია მოსახლეობისა და შემდეგ უკვე საკრებულოს წევრების მხრიდან გამოცხადებული ნდობით და დაკისრებული პასუხიმგებლობით.ნდობის გამართლება არის ის ანგარიში, რომელსაც ამომრჩველებს ყოვლედღიურად ვაბარებ”. -აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თავმჯდომარის ანგარიშში ვრცლად იყო წარმოდგენილი მოქლაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულებისა და საჯარო მმართველობის კუთხით შესრულებული საქმიანობა. ადგილობრივი საჭიროებებს მორგებული გადაწყვეტილებები, მოსახლოების ინტერესების გატარება, გამჭვირვალე და ეფექტური საქმიანობა კი ძირითად ამოცანად დაისახა.
“განსაკუთრებული მადლობა ოზურგეთლებს გამოცხადებული ნდობისთვის , თქვენი მხარდაჭერით მოპოვებული მანდატი არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მიზანი გავამრთლო მონიჭებული ნდობა, ვაკეთო საქმე ოზურგეთის საკეთილდღეოდ”- აღნიშნა დასკვნით ნაწილში საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.