ოზურგეთის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუდმივმოქმედი 5 კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს.
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ქეთევან ხომერიკი უხელმძღვანელებს;
აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ დავით ჭაკნელიძე აირჩიეს;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარედ გელა ჩავლეშვილი იქნა არჩეული;
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას ბექა თოიძე უხელმძღვანელებს;
სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს წევრებმა პაატა კიღურაძე აირჩიეს.
ოზურგეთის საკრებულოში სამი ფრაქცია შეიქმნა.
ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” -ს თავმჯდომარედ , რომელიც 30 წევრს აერთიანებს, მარიკა ჩხიკვიშვილი აირჩიეს.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -ს 11 წევრით -დავით მჟავანაძე გაუწევს თავმჯდომარეობას;
ფრაქციის “ოზურგეთი საქართვლოსთვის”, ოთხი წევრით, თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძე გახდა.
ოზურგეთის საკრებულოში 45 წევრია.