ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, აპარატის უფროსს ნანა თავდუმაძესთან ერთად OGP Local-ის პროგრამის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართულ ფორუმს დაესწრო.
ფორუმი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ღირებულებების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა.
ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოცდილებასა და მიღწევებზე ისაუბრა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ. მან, აპარატის უფროს ნანა თავდუმაძესთან ერთად, პარტნიორ მუნიციპალიტეტებს ღია მმართველობის კუთხით ოზურგეთში დანერგილი სხვადასხვა პროექტები გააცნო, აგრეთვე, დასახულ მიზნებსა და იმ ვალდებულებებზე ისაუბრა, რომელსაც ოზურგეთი OGP Local -ის პროგრამის ფრაგლებში ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდა ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელი ქეთი ცანავა, რომელმაც OGP საქართველოს პროცესებზე, ღია მმართველობის პროცესში თანამონაწილეობის პრინციპის სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე გაამახვილა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ხონისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებთან ერთად, 2020 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGP Local) წევრი გახდა.