პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
25 დეკემბერს, ოზურგეთში, საახალწლო ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება.
ჩატარდება კონცერტი როგორც ადგილობრივი, ასევე, დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების: ბენდი „ლურჯი იალქანი,“ სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილის მონაწილეობით. თეატრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ღონისძიება დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით
ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდუსაფრთხოების წესები