ოზურგეთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ოზურგეთის მთავარი ნაძვის ხე თეატრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები იმართება.

ოზურგეთში, საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყო, მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ადგილობრივი ანსამბლების შემდეგ, მსმენელის წინაშე წარდგა ბენდი „ლურჯი იალქანი,“ სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი. კონცერტის წამყვანი ყველასთვის ცნობილი დუტა სხირტლაძე იყო.

საღამოს 19:00 საათზე ოზურგეთის მერმა, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი 2022 წელი და საზემოდ აანთო ნაძვის ხე.

„ყველას მადლობა, რომ ჩემი მოწვევა მიიღეთ და მობრძანდით! წინ კალანდაა, რომელსაც წელს განსხვავებულად კარგად შევხვდებით ოზურგეთში! მჯერა, მომავალი წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და კეთილდღეობის მომტანი! გპირდებით, ჩვენს მუნიციპალიტეტშიც პოზიტიური სიახლეები გვექნება და არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის! გილოცავთ დამდეგ 2022 წელს!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდუსაფრთხოების წესები. მთელი დღის განმავლობაში, უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების მანქანა.

დღის ბოლოს გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

       

     

მსგავსი სტატიები