ოზურგეთის შესახებ საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებში

▶ ორგანიზაცია “Impact for Development” NDI, OECD და Digital Arabia Network – თან პარტნიორობით, ფორუმში”ღია და ჭკვიანი რეგიონებისკენ”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელით, საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძემ წარსდგა, რომელმაც ადგილობრივ დონეზე დანერგილი კარგი პრაქტიკების და ,,ღია მმართველობის პარტნიორობის” ადგილობრივი პროგრამის წევრ სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
▶ფორუმი საინტერესო და მაღალი რანგის ღონისძიებაა სადაც სახელმწიფო სექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მაროკოდან, კენიიდან, ნიგერიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ ღიაობის, გამჭვირვალობისა და ჭკვიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით.
“Impact for Development სახელით, ჩვენ გულწრფელ მადლობას გიხდით „ღია და ჭკვიანი რეგიონების“ (Open Smart Regions) ფორუმში თქვენი მონაწილეობისა და ოზურგეთში OGP საქმიანობის შესახებ გამოცდილების წარმოჩენისა და თქვენი წვლილისთვის” ნათქვამია Impact for Development-ის პრეზიდენტის ტარიკ ნეშ-ნაშის წერილში.
▶ ასევე, როგორც მომხსენებელი, საკრებულოს აპარატის უფროსი მე-5 საერთაშორისო თანამონაწილეობით ფორუმში მონაწილეობდა. სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თანამონაწილეობითი პროცესები და ამ მხრივ განხორციელებულ საქმიანობები ფორუმის მონაწილე 200-ზე მეტ წარმომადგენელს გააცნო.
ფორუმში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები უკრაინიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, ალბანეთიდან. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კანადა და აშშ.
▶ფორუმი გამოცდილების, პარტნიორობისა და ნდობის განმტკიცების პლატფორმა გახდა, რომელიც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მონაწილეობითი ინსტრუმენტების, მათ შორის: სამოქალაქო ბიუჯეტის, (განსაკუთრებით სკოლებში), მონაწილეობითი ურბანული დაგეგმვის, ადგილობრივი ბიუჯეტის მართვის, სოციალური ინკლუზიისა და ლიდერობის პროგრამების შემუშავებაზე.
▶ფორუმს შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
„ ამ ძალისხმევისა და პროცესში აქტიურად მონაწილეობისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და მის წარმომადგენელის ნანა თავდუმაძის მიმართ ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას და პატივისცემას. იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობასა და კოორდინაციას ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. „- აღნიშნულია საზოგადოებათა მონაწილეობითი განვითარების ასოციაციის წერილში.
▶ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წარმატებით აგრძელებს საქმიანობას თანამონაწილეობითი ინსტრუმენტების დანერგვისა და ღიაობის მიმართულებით.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი