ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სოფელ ნატანებში დღეს, შუკაკიძეების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ ხვდებიან ახალ წელს ის ადამიანები, ვისაც შეჭირვება და სოციალური პრობლემები აწუხებთ.
ვიცი, რომ არაერთი ოჯახი ელოდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და მაქსიმალურად შევეცდები, თითოეულს მივაქციოთ სათანადო ყურადღება.
გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ.“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.