ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებთან ერთად დღეს, ქალაქსა და სოფლებში შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
„დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ ოჯახებს, რომელთაც შეჭირვება და სოციალური პრობლემები აწუხებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ
სადღესასწაულო ნობათი სულ 500 ოჯახს გადაეცა.