„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო ოზურგეთელებო, ჩვენო თანამემამულეებო ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გილოცავთ ახალ 2022 წელს! ბედნიერების და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას. მინდა, მეც გთხოვოთ თანადგომა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს პროგრესი და წარმატება მოვუტანოთ და თითოეულმა ადამიანმა დაინახოს სიახლე, იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და ოჯახში.
ჩემის მხრივ, მზად ვარ გუნდთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში გემსახუროთ და ვუპასუხოთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.
მჯერა, ჩვენს ქალაქს და სოფლებს ბევრ პოზიტივს მოვუტანთ და ერთად განვაახლებთ ოზურგეთს!
გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით!“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე
მსგავსი სტატიები