ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოქალაქეთა პირველი მიღება გამართა.
ადგილობრივებმა, მუნიციპალიტეტის პირველ პირს თავიანთი პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. მოქალაქეთა მომართვა ძირითად სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა.
ოზურგეთის მერმა, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში კომპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში, მათ დროულ რეაგირებას დაჰპირდა.
„მოქალაქეებთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და მათი პრობლემების გადასაწყვეტად კოორდინირებული მუშაობა კი აუცილებელი, შესაბამისად, ვაპირებ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს, ოზურგეთში ეკონომიკა და სამართლიანი სოციალური დაცვის მექანიზმები იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი.“ – აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
მერის დავალებით, მოქალაქეებს გაეწიათ კონსულტაციები და რეკომენდაციები; შუამდგომლობები რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნა.
ოზურგეთის მერიაში, მოქალაქეთა მიღება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.