წარმატებული აბიტურიენტების დაჯილდოვება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100%-ანი გრანტის მფლობელი 10 მოსწავლე დააჯილდოვა.  გრანტოსნებს 3000 -3000 ლარი საზეიმოდ ალეგრობის დღესასწაულზე გადაეცათ, 1000 -1000 ლარს მიიღებენ ახალგაზრდების ამღზრდელი სკოლებიც. ეს ახალგაზრდები და სკოლებია: ვანო მეგრელიშვილი – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა; ნინო ინწკირველი – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა; აკაკი ზღულაძე – ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა;  სალომე ჩაგუნავა – ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა; მარიამ გორგაძე – წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა; ნინო ჩხიკვიშვილი – წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა; თათია სალუქვაძე – სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა; ანი თუთისანი – დაბა ლაითურის საჯარო სკოლა; თამარ სირაძე – სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა; ელისაბედ სიხარულიძე – ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა.  ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა, რომელიც აღმასრულებელ ორგანომაც გაიზიარა, პირველად 2015 წელს ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტში ამოქმედდა. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში 27 წარმატებული ახალგაზრდა დაჯილდოვდა.

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი